საგარეჯოში 17 წლის გოგონა უმცროსი დის თვალწინ მოიტაცეს

საგარეჯოში 17 წლის გოგონა უმცროსი დის თვალწინ მოიტაცესსაგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში არასრულწლოვანი სახლიდან, 12 წლის დის თანდასწრებით მოიტაცეს.
ჰუსნია მამედოვას ოჯახი და პოლიცია გუშინდელი დღიდან ეძებს. არსებული ინფორმაციით, გატაცებაში 2 პირი მონაწილეობდა.

არასრულწლოვანის ოჯახი თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მოზარდი მათი ნაცნობის ავტომობილით გაიტაცეს. ხოლო ვინ არის პირი, ვინც 17 წლის გოგო სავარაუდოდ ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, მათთვის უცნობია.

როგორც „რეგინფოს“ გატაცებული 17 წლის გოგონას მამამ, მუბარიზ მამედოვმა უთხრა, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გოგონას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
„სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო. სახლში დასთან, 14 წლის გოგოსთან ერთად იმყოფებოდა. ორი მანქანით მისულა ის ბიჭი, ნათესავებთან და ძმაკაცებთან ერთად. სად წაიყვანეს, არ ვიცით. ის ბიჭიც ჩვენი სოფლიდანაა, 24 წლის იქნება“, – უთხრა „რეგინფოს“ მუბარიზ მამედოვმა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.