სოფო კილაძე მირზა სუბელიანის ჩანაწერზე – “მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ ეს საქმე”

სოფო კილაძე, სოფო კილაძე მირზა სუბელიანის ჩანაწერზე - "მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ ეს საქმე"პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება სერიოზულად უნდა დაინტერესდეს. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„ეს არის საკითხი, რაზეც გამოძიებამ უნდა გასცეს შესაბამისი პასუხი. მე გამიჭირდება დღეს რაიმე დეტალურის თქმა. ვფიქრობ, ამ საკითხით სერიოზულად უნდა დაინტერესდეს გამოძიება. მე როგორც ვიცი, ამ ჩანაწერების საქმეზე 12 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება. დაველოდოთ და მე დარწმუნებული ვარ, გვექნება ინფორმაცია ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში. ამ საკითხზე ალბათ ბევრი კითხვა დაისმება. მათ შორის ისიც, ხომ არ არის ჩანაწერი სპეციალურად გაკეთებული. შეიძლება იყოს გამიზნულად ჩაწერილი, შეიძლება – არა. მე ვერც ერთს ვერ დავამტკიცებ. გამოსავალი იქნება ის, რომ გამოძიებამ დეტალურად გასცეს ამ კითხვებს პასუხები. მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ ეს საქმე, ყველანაირ რაკურსში. უამრავჯერ უკვე დადგმულია სპექტაკლები და რეალურად, საზოგადოებაში ამით ცდილობენ შექმნან ქაოსი. არ ვიცი, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მსგავს საქმეზე უნდა დადგეს გამოძიების შედეგები”, – განაცხადა სოფო კილაძემ.