სტუდენტები ზურაბ ჯაფარიძეს უჭერენ მხარს, მეორეზეა შალვა ნათელაშვილი, მესამეზე – გრიგოლ ვაშაძე

სტუდენტები ზურაბ ჯაფარიძეს უჭერენ მხარს, მეორეზეა შალვა ნათელაშვილი, მესამეზე - გრიგოლ ვაშაძეარასამთავრობო ორგანიზაცია “პროგრესული თაობა საქართველოსთვის” სოციოლოგიური კვლევის შედეგს აქვეყნებს, რომლის მიხედვით  საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ლიდერობს.

როგორც მესამე სექტორის წარმომადგენელმა განაცხადა, კვლევა თბილისის მაშტაბით სამ უნივერსიტეტში ჩატარდა. პოზიციები კი შემდეგნაირად გადანაწილდა. სტუდენტთა უმრავლესობა მხარს ზურა ჯაფარიძეს უჭერს. მეორე ადგილს “ლეიბორისტული პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი იკავებს. ხოლო მესამე ადგილი ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ხვდა წილად.

“გირჩის” წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით სტუდენტებს ყველაზე კარგად ესმით მათი პრეზიდენტობის კანდიდატის ხმა, რადგან ახალგაზრდები სიახლეს და პროგრესს უჭერენ მხარს.

კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულ სტუდენტთა 40,8 % არჩევნებზე ხმის მიცემას არ აპირებს.

18 ოქტომბერს, ქართულმა ოცნებამ შიდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ შემდეგი მხარდაჭერა დაფიქსირდა: სალომე ზურაბიშვილი: 27, გრიგოლ ვაშაძე: 10%, დავით ბაქრაძე: 9%, სხვა კანდიდატები 6%.

იმედინიუსი