20.000 ლარის მჩუქებელმა ექიმმა კინტრაიამ, რომელმაც დაწერა, რომ ზურაბიშვილის მხარდამჭერი არ არის, სტატუსი რამდენიმე საათში წაშალა

20.000 ლარის მჩუქებელმა ექიმმა კინტრაიამ, რომელმაც დაწერა, რომ ზურაბიშვილის მხარდამჭერი არ არის, სტატუსი რამდენიმე საათში წაშალააუდიტის სამსახური მალე სავარაუდოდ იმ სოლიდური შემოწირულობით დაინტერესდება, რომელიც ზურაბიშვილმა ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკების მედპერსონალისგან მიიღო.

როგორც გაირკვა ექიმები, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს ათობით ათასი ლარი შესწირეს, საერთოდ არ აღმოჩნდნენ მისი მხარდამჭერები.

მაგალითად, ასეთია ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ კინტრაია, რომელმაც ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ ის არჩევნებზე მისვლას გეგმავს, თუმცა ხმის მიცემას ზურაბიშვილისთვის საერთოდ არ აპირებს.

3 საათიანი „კურიერის“ ეთერში გასვლის შემდეგ, ექიმმა ნიკოლოზ კინტრაიამსტატუსი წაშალა. უცნობია, ეს საკუთარი სურვილით გააკეთა თუ ვინმემ აიძულა. თუმცა სტატუსის ფოტოასლი უკვე “რუსთავი 2”-ის არქივში ინახება, სადაც ჩაჩავას კლინიკის ერთ ერთი ხელმძღვანელი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია, წერს, რომ ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას არ აპირებს, ჩნდება კითხვა, თუ ექიმი “ქართული ოცნების” კანდიდატის მხარდამჭერი არ არის, მაშინ რატომ აჩუქა 20 ათასი ლარი.

ექიმების მიერ ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილის ფონდში გადარიცხული ათობით ათასი ლარი კითხვებს უჩენს არასამთავრობო სექტორს. არსებობს, ეჭვი რომ ექიმებს სალომე ზურაბიშვილსთვის ფული საკუთარი სურვილი არ გადაურიცხავთ და მათი პერსონალური მონაცემები კლინიკის ხელმძღვანელობამ გამოიყენა. თუ ეს ფაქტი დადასტურდება, მაშინ ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკის ექიმებს, ჯარიმის სახით გადარიცხული თანხის ორმაგი ოდენობის გადახდა მოუწევთ.

ქვეყნის ორი უმსხვილესი კლინიკის ოცამდე ექიმმა დაახლოებთ 200 ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე 3 და 4 ოქტომბერს გადარიცხა.

რუსთავი 2