23-ე სკოლაში პატრული გამოიძახეს – ”კონფლიქტი შელაპარაკებით დაიწყო”

თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში მოზარდები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა, თუმცა ადგილზე საპატრულო პოლიცია მაინც გამოიძახეს. მოზარდები კი სამართალდამცველებმა გამოკითხეს.

„მე კონფლიქტი შევნიშნე მაშინ როდესაც სკოლის ფოიეში განერვიულებული ბავშვი შევამჩნიე და იმ წუთსავე, სკოლაში ვიყავი, შემოვლაზე ვიყავი და ასევე აღელვებული იყო ჩვენი მანდატურის სამსახურის თანამშრომელი და შევეცადე, რომ ეს ბავშვი დამემშვიდებინა.

პარალელურად, ვინაიდან ვერ გავერკვიეთ სიტუაციაში, გამოვიძახეთ საპატრულო ეკიპაჟი. როგორც ბავშვებმა ახსნეს, ეს კონფლიქტი დაიწყო უბრალო შელაპარაკების ნიადაგზე, წაკინკლავება. იმიტომ, რომ ბავშვები არიან ერთად გაზრდილები. პირველი კლასიდან არიან მეგობრები,“ – განაცხადა სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018