ანჟელა ვასილენკო – ”ივანიშვილმა თვითონ დამირეკა და დამპატიჟა, მითხრა რომ უნდოდა, პაატა პოლიტიკაში წასულიყო”

ანჟელა ვასილენკო - ”ივანიშვილმა თვითონ დამირეკა და დამპატიჟა, მითხრა რომ უნდოდა, პაატა პოლიტიკაში წასულიყო”პაატა ბურჭულაძის მეუღლე ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ არც მას და არც მის მეუღლეს, ივანიშვილთან ფულზე არასოდეს უსაუბრიათ.

ანჟელა ვასილენკო ამბობს, რომ ივანიშვილმა იცრუა, როცა თქვა, რომ მას ჯერ პაატა ბურჭულაძემ მოსთხოვა 9 მილიონი დოლარი, შემდეგ კი ბურჭულაძის მეუღლე 2 მილიონი დოლარის წამოსაღებად მას სახლში ესტუმრა.

ბურჭულაძის მეუღლე ამბობს, რომ ის ივანიშვილთან მარტო მივიდა, ივანიშვილმა კი მას თანხა თავად შესთავაზა. ანჟელა ვასილენკო დეტალურად იხსენებს, როგორ მოხვდა ბიძინა ივანიშვილთან და მას “მატყუარას” უწოდებს.

„თქვენი ფორმალური მმართველი უბრალოდ მატყუარაა, მან თქვა, რომ მე დავურეკე და მასთან მივედი. მან თვითონ დამირეკა და დამპატიჟა. მე მასთან მივედი მარტო და არა მეუღლესთან ერთად.

“ის გატყუებთ, ატყუებს მთელ საზოგადოებას. პარიზის კონცერტზე სასაუბროდ მივედი, მაშინ მითხრა რომ უნდოდა, პაატა პოლიტიკაში წასულიყო, რაზეც ჩემი პოზიცია ავუხსენი და ვუთხარი რომ ეს იდეა არ მომწონს, მაშინვე ფულზე დამიწყო საუბარია, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ეს ჩემი კომპეტენცია არ არის.

“მას ჩემი ქმრის მოშორება უნდა. ფიქრობს, რომ პაატა ხელს უშლის, მაგრამ 90-იანი წლების მეთოდებს ვერ მიმართავს, როდესაც ხალხი უბრალოდ ქრებოდა, ამიტომ მიმართავს ტყუილს და შავ პიარს“-ამბობს ბურჭულაძის მეუღლე.

რუსთავი 2