დემბელეს გადაბირება ინგლისურ გუნდებს სურთ

დემბელეს გადაბირება ინგლისურ გუნდებს სურთბარსელონას ფრანგი შემტევით უსმან დემბელეთი, რამდენიმე ინგლისური კლუბი დაინტერესდა. საუბარია მანჩესტერ სიტიზე და ლივერპულზე, რომლებიც მზად არიან დემბელეს ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადონ.
დემბელე ბოლო პერიოდში არცთუ ისე ხშირად ხვდება ძირითად შემადგენლობაში და მის წასვლაზეც ალაპარაკდნენ, თუმცა თვითონ ფეხბურთელმა ეს ჭორები არ დაადასტურა. ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ასევე განაცხადა რომ დემბელეს გაყიდვას კატალონიური გუნდი არ აპირებს.