ინტერპოლის პრეზიდენტი დაიკარგა

ინტერპოლის პრეზიდენტი დაიკარგაინტერპოლის პრეზიდენტის მენ ჰუნვეის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო Europe 1 იუწყება.

მისივე ინფორმაციით, 64 წლის მენ ჰუნვეი 29 სექტემბერს ჩინეთში გამგზავრების შემდეგ არ გამოდის კავშირზე. მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს საფრანგეთის ქალაქ ლიონში მცხოვრებმა მისმა მეუღლემ აცნობა.

მენ ჰუნვეის მივლინების მიზნების შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ მენ ჰუნვეი ინტერპოლის პრეზიდენტის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა.

ინტერპრესნიუსი