ნუკრი ქანთარია – “ნოვიჩოკით უნდა მოიწამლოს ზაზა ოქუაშვილი ლონდონში და 27 ოქტომბერს აღდგეს”

ნუკრი ქანთარია - "ნოვიჩოკით უნდა მოიწამლოს ზაზა ოქუაშვილი ლონდონში და 27 ოქტომბერს აღდგეს"მმართველი გუნდის წევრი ნუკრი ქანთარია, „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს შეთითხნილს და სერიალის სცენარს უწოდებს.
„როგორც ველოდებოდით, სერიალში, რომელსაც რუსთავი 2 წარმოგვიდგენს, უკვე გამოჩნდა ხალხზე მზრუბველი, ტანჯული, 4 მილიონწართმეული გმირი და გარკვეულწილად შეიკრა სულთამხუთავ-ბოროტმოქმედთან მებრძოლთა წრე. ეს არის სააკაშვილი მიხეილი, ოქუაშვილი ზაზა, რუსთავი2 და ნაციონალური მოძრაობა .

მე ვთავაზობ სცენარისტებს უფასოდ, რომ ამის შემდეგ უნდა ნოვიჩოკით ან რამე გაურკვეველი ნივთიერებით უნდა მოიწამლოს ზაზა ოქუაშვილი ლონდონში და მოთავსებული იყოს საავადმყოფოში კომაში და 27 ოქტომბერს უნდა აღდგეს და გვამცნონ, რომ მოდის ის და უერთდება გრიგოლ ვაშაძეს. აი ესაა მთელია ამისი ავან ჩავანი.

გამოძიება დაწყებულია და უნდა გაგრძელდეს ინტენსიურად, რაც შეეხება იმას რომ ახლა ამ სერიალს სჭირდებოდა ასეთი გმირი, ამას დიდი მკითხაობა არ სჭირდებოდა. დანარჩენი მეორე სეზონში ვინ იქნება, ლევან ყიფიანი მონასტერში იქნება მამა ლეონიდეს სახელით თუ ფარცხალაძე მისი ძმა აღმოჩნდება, ამას ჩვენ ვნახავთ უახლოეს პერიოდში.

5 წლის წინ თურმე გაუტყავებიათ 1905 წელში და გადასახადებზე საერთოდ არაა ლაპარაკი. თურმე კაცი პატიოსნად იხდის გადასახადებს და ბიძინას ეს 4 მილიონი ჰაერივით სჭირდებოდა. თქვენ 4 ლარისთვის გაისვრით ხელს? ტალახში რომ დაინახოთ, ხომ არ აიღებთ? 4 მილიონი მილიარდერისთვის იგივეა. 4 ლარი გამოსწოვა თურმე ამდენი წვალების შემდეგ ასეთ ტანჯულ პერსონაჟს. ყველაფერი გასაგებია თუმცა საჭიროა ასეთი გულუბრყვილო ბრაზილიური სერიალების მოყვარულ ხალხს პროკურატურამ აჩვენოს და ყველა კითხვაზე პასუხი ქონდეთ.“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, ზაზა ოქუაშვილის თქმით მისი ბიზნესის დაშანტაჟების საქმეში ჩართული გიორგი გახარია, ოთარ ფარცხალაძე, ლევან ყიფიანი, მთავარი მოქმედი პირი კი თავად ბიძინა ივანიშვილი იყო.