„ოცნების“ ნაწილი გედევან ფოფხაძის ექსტრემალურ განცხადებას ემიჯნება

„ოცნების“ ნაწილი გედევან ფოფხაძის ექსტრემალურ განცხადებას ემიჯნება“ქართული ოცნების” რიგი დეპუტატები აგრესიას ვერ მალავენ და ოპონენტებს “კბილების ჩამოლეწვით” ემუქრებიან. გუშინ კი გედევან ფოფხაძემ სამოქალქო დაპირისპირება დააანონსა.

ფაქტს საკანონმდებლო ორგანოში შეფასებები უკვე მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ძალადობის კატეგორიული წინააღმდეგია. მისი განცხადებით გედევან ფოფხაძეს ახასიათებს ექსტრემალური შეფასებები.

„ცალსახად ჩვენს ინტერესებში არ შედის ძალადობა. მე ჩვენს კოლეგებსაც მოვუწოდებ, რომ ესეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. მათ შორის გედი ფოფხაძეს ახასიათებს ხოლმე, ცოტა ესეთი ექსტრემალური განწყობების თითქოსდა შექმნა, მაგრამ დამერწმუნეთ ჩვენ არ ვართ მიდრეკილი და არ გვაქვს სურვილი ძალადობის,“ – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გედევან ფოფხაძის განცხადებას ემიჯნება სოფო კილაძეც.

„სამოქალაქო ომის შესახებ ერთმა ჩვენმა დეპუტატმა გააკეთა და ეს არის მისი პირადი აზრი. გუნდის აზრი არის ის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს დესტაბილიზაცია, სანამ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ ბუნებრივია ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას არანაირად არ დავუშვებთ და მე მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას ნამდვილად არ ეკადრება სამოქალაქო ომი,“ – განაცხადა სოფო კილაძემ.