სალომე ზურაბიშვილი 40,05%, გრიგოლ ვაშაძე 37,93% – ცესკომ 512 უბნის შედეგი გამოაცხადა

სალომე ზურაბიშვილი 40,05%, გრიგოლ ვაშაძე 37,93% - ცესკომ 512 უბნის შედეგი გამოაცხადაცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წინასწარი შედეგები გამოაცხადა. თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილია 512 უბანი, რაც მთელი უბნების 13 %-ზე მეტს წარმოადგენს. ამ მონაცემების მიხედვით შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 37,93% მიიღო. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 40,05%, ხოლო ევროპული საქართველოს კანდიდატ დავით ბაქრაძეს 10,83%.

4,16% აქვს “ლეიობორისტების” კანდიდატს შალვა ნათელაშვილს. დავით უსუფაშვილი 1,54% და “გირჩის” კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს 1,61%