ზიდანი შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს

ზიდანი შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდესზინედინ ზიდანი შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს, მაგრამ არა მწვრთნელის რანგში. იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ზიდანი იუვენტუსის დირექტორატში ერთ-ერთ პოზიციას დაიკავებს. ჯერჯერობით თვითონ ზიდანს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია და ბოლო პერიოდში ფრანგი ლეგენდა მედიას ნაკლებად ეკონტაქტება.
სხვა ინფორმაციის თანახმად ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და მალე ის ამ გუნდის მწვრთნელი გახდება. შეგახსენებთ რომ რეალთან ერთად ზიზუმ სამჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.