ბათუმში 30 წლის უზბეკი ქალი კაზინო პრინცესაში მოკლეს – ახალი დეტალები

ბათუმში 30 წლის უზბეკი ქალი კაზინო პრინცესაში მოკლეს - ახალი დეტალებიბათუმში, კაზინო პრინცესაში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბათუმში, წუხელ, სამორინე „პრინცესაში” ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. რაც შეეხება მეორე დაჭრილ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, მომხდარში სავარაუდო დამნაშავე თურქეთის მოქალაქეა, ხოლო გარდაცვლილი და დაჭრილი ქალები უზბეკეთის მოქალაქეები არიან.

თვითმხილველების თქმით, ქალებს მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს.

ინტერპრესნიუსი