გირჩმა რუს ოკუპანტებს შიშველი უკანალები მიუშვირა

გირჩმა რუს ოკუპანტებს შიშველი უკანალები მიუშვირაოკუპაციის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტის უპრეცენდენტო ფორმა სოფელ ატოცში.

“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ქართლის რაიონში, ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა, საოკუპაციო რეჟიმის წარმოამდგენლებს უკანალი აჩვენეს. მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად ანტისაოკუპაციო ჯგუფის და “გირჩის” წევრები არიან შეკრებილი.

ოკუპანტებისთვის უკანალის ჩვენების იდეა ზურაბ ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომელიც ფიქრობს, რომ ამ პერფორმანსის შემდეგ ოკუპაციის თემა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცევა. ატოცში ოკუპანტები უკვე ერთი კვირა რაც ე.წ. საზღვარს აგებენ.