ირაკლი ოქრუაშვილი: ”ქოცებო, მაგარი რჩევა უნდა მოგცეთ, მიშა რომ ხაფანგში გააბათ და ჩამოიყვანოთ”

ირაკლი ოქრუაშვილი: ''ქოცებო, მაგარი რჩევა უნდა მოგცეთ, მიშა რომ ხაფანგში გააბათ და ჩამოიყვანოთ''ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ”ოცნებას” მიმართავს:

”ქოცებო, გულით ხომ იცით თქვენსკენ ვარ. თან, რომ ვიცი რომ ინტელექტით პენტიუმ ერთიანები ხართ, ისევ მე უნდა მოგცეთ მაგარი რჩევა.

6 წელია ბიძინათქვენი მიშას დაჭერას და ექსტრადიციას ცდილობს და არ გამოსდის.

კვირას კი მიშას მომხრეებს და არამარტო მის მომხრეებს აქცია აქვთ დაანონსებული რუსთაველზე.

მიშა ლუპით დააკვირდება მაგ აქციას. თუ ბევრი ხალხი არ მივა, შესაბამისად არ ჩამოვა. თუ ბევრი მივიდა, გული მოეცემა და ჩამოვა.

ხოდა, თუ გინდათ მიშა ხაფანგში გააბათ და ჩამოიყვანოთ, ბევრი ქოცი მიდით კვირის აქციაზე, რომ მიშა მოტყუვდეს და ჩამოვიდეს, – წერს სოციალურ ქსელში ოქრუაშვილი.