“მეუღლესთან მივედი, მაგრამ ვერაფერი გავაგებინე, ადგილზე გარდაიცვალა” – ახალსოფელში მანქანამ 3 ადამიანი გაიტანა

"მეუღლესთან მივედი, მაგრამ ვერაფერი გავაგებინე, ადგილზე გარდაიცვალა" - ახალსოფელში მანქანამ 3 ადამიანი გაიტანახელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებულის ინფორმაციით, ისინი ქვეითად გადაადგილდებოდნენ და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახათ. მძღოლი შემთხვევის ადგილოდან მიიმალა.

“სამნი ვიყავით, მე, ჩემი მეუღლე და მეზობლის ქალი.სწრაფად მომავალი მანქანა დაგვეჯახა. რომ წამოვდექი, მეუღლესთან მივედი, ვერაფერი გავაგებინე, ადგილზე გარდაიცვალა. ორი დავშავდით. მძღოლი გაიქცა”, – განაცხადა დავით მელაძემ.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ინტერპრესნიუსი