“ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი” – კახი კალაძე

"ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი" - კახი კალაძეთბილისის მერი კახი კალაძე მიხეილ სააკაშვილისა და “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეხვედრას გამოეხმაურა.

“ეს ერთი გუნდია. ერთიან კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ ისინი. მათ ჰქონდათ გარკვეული მცდელობა, თითქოს კონსტრუქციულები იყვნენ, დემოკრატიულობას თამაშობდნენ, თუმცა მე ვთქვი რამდენიმე ხნის წინ, უფრო სწორად რომ გამომივიდეს ნათქვამი და სწორად რომ აღიქვას ხალხმა, ეს არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი” – აღნიშნა კახი კალაძემ.