”შუბლს გაგიხვრეტ, აქ არ დაგინახო ჩამოსულიო” – პოლიციის უფროს მჭედლიძეს კვინიკაძეები ძალადობას აბრალებენ

”შუბლს გაგიხვრეტ, აქ არ დაგინახო ჩამოსულიო” - პოლიციის უფროს მჭედლიძეს კვინიკაძეები ძალადობას აბრალებენხარაგაულის პოლიციის უფროსს, დავით მჭედლიძეს კვინიკაძეები ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, ხარაგაულის პოლიციის უფროსი მათი ბიზნესით არის დაინტერებული და საქმიანობის დატოვება სთხოვს.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გზაზე გადაადგილებისას უხერხულად გაჩერებული მანქანა დახვდათ, გზის გათავისუფლება სთხოვეს, მაგრამ სიტუაცია დაიძაბა და პოლიციელებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და ცემეს.

„პოლიციაში რაც მოხდა, ეს იყო საშინელება. ორივე ცალ-ცალკე დაგვტოვეს, ორივეს ხელები ამოგვიტრიალეს, დაგვადეს ბორკილები, დაგვსვეს სკამზე და დედის გინება, ცემა-ტყეპა და უბედურება, საშინელება იყო. თან მეუბნება, შენ დატერორებული გაგაჩნია მთელი ბაბის ტერიტორიაო. იქ არ დაგინახო ჩამოსულიო, გაგიხვრიტავ შუბლსო. აქედან გამოდის, რომ ის ბიზნესი, რომელიც მე იქ მაქვს, ეს უნდა დავტოვო ჩვენი პოლიციის უფროსის ხუშტურზე” – აღნიშნა დაზარალებულმა გელა კვინიკაძემ.

ნიუპოსტი