“ციალა და კარლო სამზარეულოში წვავენ ძეხვს, მე და ნანა ვუყვებით ერთმანეთს, რა მოხდა დღის განმავლობაში…. დღეს 4 წელი შესრულდა, დაუჯერებელია!!!!”

"ციალა და კარლო სამზარეულოში წვავენ ძეხვს, მე და ნანა ვუყვებით ერთმანეთს, რა მოხდა დღის განმავლობაში.... დღეს 4 წელი შესრულდა, დაუჯერებელია!!!!"რუსუდან ხანიაშვილი-ვითაუერმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა:

“ძალიან ბედნიერი ნანა… როცა ვიღაცაზე ფიქრობ, გარდაცვლილზე, ძალიან ახლობელზე, მონატრების განცდა თითქოს უკან იწევს წლების შემდეგ და რჩება საშინელი ტკივილი, რომელსაც ვერაფერი შველის… ვერაფერი, ასე იარსებებ სიცოცხლის ბოლომდე…
ამას წინათ მანქანით მივდიოდი სამსახურში, ფოთლებმა გვიან შეიცვალეს ფერი წელს, წვიმდა და რადიოში უცელბ ფანტასტიური ბაროკო აჟღერდა და… სიკვდილის კი არ შემეშინდა, უცებ საშინლად დამწყდა გული, რომ ჩემი დრო დედამიწაზე დათვლილია და ასეთი მომენტები მალე საერთოდ აღარ მექნება….
არსებობს სამოთხე და მე იქ მოვხვდი… ხომ არ იქნება ის დრო, როცა ციალა და კარლო სამზარეულოში წვავენ ძეხვს, კარლო კითხულობს ხმამაღლა რაღაცას და ციალა და კარლო იცინიან. მე და ნანა ვუყვებით ერთმანეთს, რა მოხდა დღის განმავლობაში…. ვუსმენთ ბილი ჰოლიდეის და ჰაერში შემწვარი ძეხვის სუნი ტრიალებს…
დღეს 4 წელი შესრულდა, დაუჯერებელია!!!!”