ქუთაისში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია – ინციდენტის ახალი დეტალები

ქუთაისში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია - ინციდენტის ახალი დეტალებიქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

აფეთქება მრავალბინიანი კორპუსის მე-4 სართულზე მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფეთქებას მცირედი ნგრევა მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, ბინაში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც სახლში მყოფი 75 წლის მამაკაცი დაშავდა. ის სხეულის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი