აშშ-ში ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა დროებით განაახლა

აშშ-ში ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა დროებით განაახლააშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც 15 თებერვლამდე ფედერალური მთავრობის მუშაობის განახლებისთვის საბიუჯეტო თანხების გამოყოფას ითვალისწინებს.

აშშ-ში ე.წ.შათდაუნი, ანუ ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება 35 დღე გრძელდებოდა.

აშშ-ს პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ყველა ფედერალური უწყების მუშაობა განახლდება, ხოლო სახელმწიფო მოხელეები  ხელფასს მიიღებენ.

აღნიშნულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი თეთრ სახლში დახურულ კარს მიღმა მოაწერა.

„ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე აშშ-ს პრეზიდენტმა დაწერა, რომ დროებითი ბიუჯეტის ხელმოწერა არანაირად არ ნიშნავს მისი მხრიდან დათმობას და ის პატივისცემით ეპყრობა იმ სახელმწიფო მოხელეებს, ვინც ე.წ.შათდაუნის დროს აუნაზღაურებად შვებულებაში იყვნენ გაშვებული.

დონალდ ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე დემოკრატებთან კონსენსუსს ვერ მიაღწევს, შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.

ინტერპრესნიუსი