კარიმ ბენზემამ ხელის ტრავმა მიიღო

კარიმ ბენზემამ ხელის ტრავმა მიიღომადრიდის რეალის ფრანგმა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ ბეტისთან შეხვედრის დროს ხელის ერთ-ერთი თითი მოიტეხა და მას რამდენიმე კვირა უქმობა მოუწევს. ბენზემამ თავის ტრავმაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ისეთი სერიოზული არ არის და შესაძლოა ის მალე დაბრუნდეს მოედანზე.

რაც შეეხება ბეტისთან შეხვედრას, რეალმა 88-ე წუთზე დანი სებალიოსის მიერ გატანილი გოლის წყალობით გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. ლიდერ ბარსელონას მადრიდელები 10 ქულით ჩამორჩებიან, რაც მათ თითქმის არ უტოვებს ჩემპიონობის შანსს.