მექსიკაში ნავთობსადენი აფეთქდა – 66 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ნავთობსადენი აფეთქდა - 66 ადამიანი დაიღუპამექსიკაში ნავთობსადენის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 80-ს აღწევს.

ტრაგედია იადალგოს რეგიონში იმ დროს მოხდა, როდესაც ადგილობრივები საწვავის მოპარვას ცდილობდნენ.

დაღუპულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან, ათობით დაშავებულის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

აფეთქებას ადგილზე მასშტაბური ხანძარი მოჰყვა, რომელსაც მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.

რამ გამოიწვია მილსადენზე გაჟონვა, ჯერჯერობით უცნობია.

ტრაგედიის შემდეგ რეგიონში მექსიკის პრეზიდენტი ჩავიდა.

რუსთავი 2