მუხიანში ქალის გაუპატიურებისთვის დაკავებული რობერტ ალადაშვილი შესაძლოა გლდანელი მანიაკი იყოს?

მუხიანში ქალის გაუპატიურებისთვის დაკავებული რობერტ ალადაშვილი შესაძლოა გლდანელი მანიაკი იყოს?თბილისში, ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული 23 წლის ბიჭი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მძიმე დანაშაულში ბრალდებული გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორში გუშინ გადაიყვანეს.

როგორც ირკვევა, ბრალდებული რობერტ ალადაშვილია.

34 წლის დაზარალებული ქალი ჰყვება, რომ გასული წლის 30 დეკემბერს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის საღამოს საფეხმავლო ბილიკის გავლით სახლში ბრუნდებოდა.

შემთხვევა მუხიანში მოხდა. ქალი ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ის ელექტროშოკის გამოყენებით გათიშა, შემდეგ მიტოვებულ შენობაში გაათრია და გააუპატიურა.

“უკნიდან მომეპარა, და კისრის მარჯვენა მხარეს ელექტროშოკი ჩამარტყა. დავეცი მუხლებით, ხელების პარალიზება მოახდინა. ვეუბნებოდი, ხმას არ ამოვიღებ-თქო, თუმცა მაინც გამათრია ბილიკის სიახლოვეს მდებარე შენობაში და კიდევ ორჯერ დამარტყა. რის შემდეგაც იძალადა.

ამის შემდეგ ფეხის ხმით ვიგრძენი შენობის კუთხეში გავიდა, მაშინვე წამოვხტი და ბილიკისკენ გამოვიქეცი. შველას ვითხოვდი. გოგონა შემხვდა, რომელსაც 112-ში დარეკვა ვთხოვე. მოძალადე ამ დროს გლდანის მიმართულებით გაიქცა,”- აცხადებს დაზარალებული.

ამასთან, როგორც ირკვევა პოლიცია სწავლობს, აქვს თუ არა დაკავებულ ალადაშვილს სხვა დანაშაულებებთან კავშირი, რომელიც გლდანში მოხდა.

კერძოდ, ადგილობრივები ყვებიან, რომ 30 წლამდე ახალგაზრდა ქალებსა და ბავშვებს სადარბაზოებში ხვდებოდა და მათზე ძალადობას ცდილობდა.

ნიუპოსტი