ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავესსპორტის სასახლეში მომხდარი სკანდალის მთავარი ფიგურანტი – გეგა გეგეშიძე, დაკავებულია.

გამოძიებამ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის დაპატიმრების გადაწყვეტილება რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ მიიღო.

გამოძიება ძალადობის მუხლით სამართალდამცველებმა შაბათის კურიერში გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყეს, სადაც ჩანდა, რომ ხელკეტით შეიარაღებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ფიზიკურად გაუსწორდა ზურაბ დათუნაშვილს.

როგორც ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, მას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, სასტიკად გაუსწორდა.

სპორტსმენის თქმით, კონფლიქტი გაცილებით ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც მან ერთ-ერთ სხდომაზე გეგა გეგეშიძის მცდელობა, ჩაენაცვლებინა მოჭიდავე საკუთარი მოსწავლით, გააპროტესტა.