თსუ-ში სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო

თსუ-ში სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდოივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თსუ-ში განუცხადეს.

„სტუდენტთა საყურადღებოდ! საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო. შესაბამისად, თსუ-ში შეიცვალა საგამოცდო პერიოდები და სააუდიტორიო მეცადინეობები“, – აცხადებენ თსუ-ში.