გოგი წულაია: „ქუთაისი ჰგავს დაბომბილ სტალინგრადს“

გოგი წულაია: „ქუთაისი ჰგავს დაბომბილ სტალინგრადს“„თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე ორმოები ამოავსო.

„ქუთაისი ჰგავს დაბომბილ სტალინგრადს, ამიტომ იძულებული ვართ, ჩვენ საკუთარი სახსრებით ვაკეთოთ საქმე, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის სახსრებით უნდა აკეთებდეს“, – განაცხადა გოგი წულაიამ.