კობა ნარჩემაშვილი „ოცნებიდან“ წასულ ბესელიას უკვე გაემიჯნა – შსს ყოფილი მინისტრი უმრავლესობაში რჩება

კობა ნარჩემაშვილი „ოცნებიდან“ წასულ ბესელიას უკვე გაემიჯნა - შსს ყოფილი მინისტრი უმრავლესობაში რჩებასაპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კობა ნარჩემაშვილი, რომელიც ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის ხელმომწერია, გუნდის დატოვებას არ აპირებს.

კობა ნარჩემაშვილი განმარტავს, რომ მას ბესელიასა და იმ დეპუტატებთან, ვინც მოსამართლეთა უვადო გამწესების 5 წლით შეჩერებას უჭერენ მხარს, თემატური ერთობა ჰქონდა, თუმცა ფიქრობს, რომ ქვეყანაში პერსონალისტური პოლიტიკის დრო არ არის.

„ამ საკითხში მე მქონდა ჩემს კოლეგებთან თემატური ერთობა, ეს არ იყო არც პოლიტიკური კავშირი და არც მომავალში ამ თვალსაზრისით მე არ ვფიქრობ ასეთ პოლიტიკურ პერსპექტივას, იმიტომ, რომ მე ვარ ფრაქცია სოციალ-დემოკრატების წევრი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს იდეოლოგიზებული პოლიტიკა. ჩემთვის მიუხედავად ყველას მიმართ პატივისცემისა ვფიქრობ დრო პერსონალისტური პოლიტიკის დრო დამთავრდა ან უნდა დავამათავროთ და ჩავაბაროთ წარსულს-ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- ამბობს ნარჩემაშვილი