მამალოები წარწერით Stop Russia – 11 წლის გორელი გიორგი შეშაბერიძის ბიზნესი

მამალოები წარწერით Stop Russia - 11 წლის გორელი გიორგი შეშაბერიძის ბიზნესიგიორგი შეშაბერიძემ მამალოების მომზადება Youtube-დან ისწავლა. დღეში 700-მდე მამალოს აკეთებს და ყოველდღიურად გორის სხვადასხვა მაღაზიაში აბარებს, კვირაში რამდენჯერმე კი ბაკურიანისა და ბორჯომის მაღაზიებშიც ახერხებს თავისი პროდუქტის შეტანას.

11 წლის გიორგიმ ბიზნესის წამოწყება მას შემდეგ დაიწყო, რაც მშობლები სამსახურის გარეშე დარჩნენ, სახლი დაკარგეს და ოჯახი იძულებული გახდა ქირით გადასულიყო.

რეპორტაჟი გიორგის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალმა კვირამ“
მოამზადა.

„21-ე საუკუნეში, როდესაც არსებობს ინტერნეტი, შეუძლებელია, რომ რამე ვერ ისწავლო. ჩემი დამზადებული მამალოები ყველაზე მეტად ბორჯომში და ბაკურიანში იყიდება, ერთხელ ხურვალეთში, მაღაზიაში მისვლისას მავთულხლართები ვნახე, იქვე იყვნენ ჯარისკაცები და კოშკურაც. ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ მამალოები შემეფუთა წარწერით Stop Russia, მალე რუს ჯარისკაცებთან მივალ და ვეტყვი, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა და ისინი, რომ აქ დგანან ასე არ უნდა იყოს და ჩემს დამზადებულ მამალოებს ჯარისკაცებს შვილებთან გავატან“- ამბობს გიორგი.

გიორგი მუშაობას მას შემდეგ იწყებს, რაც სკოლიდან დაბრუნებული გაკვეთილების მომზადებას ასრულებს. ახლა თიხისგან და თაბაშირისგან სუვენირების გაკეთებაც ისწავლა. ამბობს, რომ ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. აპირებს გამოაცხოს საბავშვო პური, რომელსაც მულტფილმის გმირების ფორმები ექნება.

ქართლი

მამალოები წარწერით Stop Russia - 11 წლის გორელი გიორგი შეშაბერიძის ბიზნესი