ნეიმარი: ”პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს”

ნეიმარი: ”პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს”ნეიმარი პსჟ-ს მანჩესტერში გამარჯვებას გამოეხმაურა და თქვა, რომ თავისი გუნდით ამაყობს. ნეიმარის აზრით პსჟ-ს თავისუფლად შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება და ეს რეალურია:

”ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მათი წარმატება ძალიან მიხარია. ჩემპიონთა ლიგაში რაც შეიძლება შორს უნდა წავიდეთ და როგორც მზად ვიქნები აუცილებლად დავეხმარები ჩემს გუნდს. დადგა დრო პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს”–განაცხადა ნეიმარმა.

ნეიმარს ამჟამად ტრავმა აქვს რის გამოც, მას მინიმუმ მარტის ბოლომდე მოუწევს უქმობა.