„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდება

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდება2019 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ ABC Entertainment-ის პრეზიდენტმა კერი ბერკმა განაცხადა.

მანამდე კევინ ჰარტმა „ოსკარის“ ცერემონიის წაყვანაზე უარი თქვა. მიზეზი ის გახდა, რომ კომიკოსის ძველი „ტვიტები“, რომლებიც მიმართული იყო ჰომოსექსუალების წინააღმდეგ, პრესაში დაიბეჭდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა კინოაკადემიამ განაახადა, რომ 2019 წლის „ოსკარის“ ცერემონიას კევინ ჰარტი გაუძღვებოდა.

ამერიკულმა კინოაკადემიამ „ოსკარის“ პრემიის ნომინანტები 22 იანვარს დაასახელა. საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის იბრძოლებენ:  Black Panther,  BlacKkKlansman, Bohemian Rhapsody, The Favourite, Green Book, Roma, A Star is Born, Vice.

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 24 თებერვალს გაიმართება.