ტრამპმა გაერო-ში აშშ-ის ელჩის პოსტზე კელი კრაფტის კანდიდატურა წარადგინა

ტრამპმა გაერო-ში აშშ-ის ელჩის პოსტზე კელი კრაფტის კანდიდატურა წარადგინააშშ-ს პრეზიდენტმა გაერო-ში აშშ-ის ელჩის პოსტზე კელი კრაფტის კანდიდატურა წარადგინა.

„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ კელი კრაფტს, კანადაში ჩვენს ელჩს, წარვადგენ გაერო-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე. კელიმ შესანიშნავი სამუშაო განახორციელა თავის ამჟამინდელ პოსტზე. ეჭვი არ მეპარება, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა გაერო-ში უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი,“ – დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა ტვიტერის  საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ში აშშ-ის ელჩი, ნიკი ჰეილი, 2018 წლის ოქტომბერში გადადგა თანამდებობიდან. დეკემბერში ტრამპმა განაცხადა, რომ მის ნაცვლად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, ჰიზერ ნაუერტს, წარადგენდა, თუმცა, გასულ კვირას ჰიზერ ნაუერტმა უარი განაცხადა ამ პოსტის დაკავებაზე ოჯახური მიზეზების გამო.

რუსთავი 2