“ვიცი, რომ ბოლოჯერ შევდივარ…”- ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობას ტოვებს

"ვიცი, რომ ბოლოჯერ შევდივარ..."- ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობას ტოვებსპარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილმა, სხდომათა დარბაზში შესვლის წინ განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრის რანგში დარბაზში ბოლოჯერ შედის. მისი თქმით ამის ფიქრის საფუძველს ის განწყობები აძლევს, რომელიც მან მის ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, თანაგუნდელებისგან დაინახა:

„მე ვიცი, რომ ბოლოჯერ შევდივარ. იმიტომ, რომ მე განწყობები დავინახე, დავინახე ჩემი კოლეგების მიერ გაკეთებული განცხადებები ამ ჩემს საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ვეცდები, ჩემს კოლეგებსაც მივმართო დღეს, მაგრამ უფრო მივმართავ საზოგადოებას, იმიტომ, რომ ეს საპენსიო სისტემა და ეს მსოფლმხედველობა, ეფუძნება გარკვეული თვალსაზრისით იმას, რასაც მე ამდენი ხნის განმავლობაში ვებრძოდი. ჩვენ როგორც ჩანს, ვერ გავათვითცნობიერეთ, რას ეფუძნებოდა წინა ხელისუფლების იდეოლოგია და შესაბამისად, გავაგრძელეთ გარკვეული თვალსაზრისით ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა.“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით