“ზესტაფონიდან ჩამოვედი თავის მოსაკლავად…” – რუსთავი 2-ის შენობასთან მამაკაცმა ვენები გადაიჭრა

"ზესტაფონიდან ჩამოვედი თავის მოსაკლავად..." - რუსთავი 2-ის შენობასთან მამაკაცმა ვენები გადაიჭრა“რუსთავი 2”- ის შენობასთან შუახნის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. მან ცივი იარაღით თავი დაიზიანა.

პირი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ზესტაფონის პოლიციის მხრიდან ზეწოლის შედეგად მიიღო.

“ზესტაფონიდან ჩამოვედი თავის მოსაკლავად… პოლიციამ დამიშავა, სამართალი ვერ ვნახე 2 წელიწადია. მარტო პოლიციელებს ვებრძოლები”- აცხადებს მამაკაცი.

მისივე ნაამბობიდან ირკვევა, რომ ეს თვითმკვლელობის მცდელობის პირველი შემთხვევა არ არის.

დაშავებული მამაკაცის შვილი ამბობს, რომ “მაინც მიიყვანეს მოქმედმა და ყოფილმა პოლიციელებმა ამ დონემდე, მოკლეს კაცი”.

შუახნის კაცის ცოლი ამბობს, რომ მის მეუღლეს ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რაც თვითონვე დაარღვია.

დაზარალებულ მამაკაცს დახმარება “რუსთავი 2”-ის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს, რომლებმაც ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინეს, მანამდე კი დასახმარებლად სასწრაფო გამოიძახეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.