ივანიშვილის ხე გზაში გაიჭედა

ივანიშვილის ხე გზაში გაიჭედამორიგი გიგანტური ხე, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთი სოფლიდან ივანიშვილის პარკში გადაჰქონდათ, გზაში გაიჭედა.

ხის გადატანის სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო. პროცესში ჩართულია მძიმე ტექნიკა. დაახლოებით, დილის 5 საათისთვის გიგანტური ხე სოფლბის ზენითისა და აჭყვისთავს შორის გაიჭედა და მისი გადაადგილება ამ დრონდე ვერ ხერხდებოდა.

სოფელს მთელი ღამის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგი. ხის გადატანის გამო სოფლის დამაკავშირებელ გზებზე მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია.

სოფელ ზენითიდან შეკვეთილში, ივანიშვილის აგარაკზე, კიდევ 3 გიგანტური ხის გადატანა იგეგმება.