ორი თვის წინ დაკარგული შოთა სამხარაძე კურორტ შოვთან გარდაცვლილი იპოვეს

ორი თვის წინ დაკარგული შოთა სამხარაძე კურორტ შოვთან გარდაცვლილი იპოვესორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. გარდაცვლილის მეგობრების ინფორმაციით, შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს.

23 წლის ბიჭის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.