“რობერტ სტურუას სპექტაკლი “ბედი ქართლისა” სამარცხვინოა” – რატომ გადაუარეს რეჟისორს

"რობერტ სტურუას სპექტაკლი "ბედი ქართლისა" სამარცხვინოა" - რატომ გადაუარეს რეჟისორს12 მარტს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის 100 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებს რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი “ბედი ქარ­თლი­სა” წა­რუდ­გი­ნეს.

წარ­მოდ­გე­ნას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, პრე­მი­ე­რი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

რე­ჟი­სორ­მა სპექ­ტაკ­ლი სწო­რედ ამ მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის დად­გა, თუმ­ცა ალ­ბათ სტუ­რუ­ას არ­ცერთ სპექ­ტაკლს არ მოჰ­ყო­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იმ­დე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა, რო­გორც “ბედი ქარ­თლი­სას”…

“რა სირ­ცხვი­ლია თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა “ბედი ქარ­თლი­სა”… სტუ­რუა იქით იყოს, ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბებს რო­გორ არ ცხვე­ნი­ათ?”… – და­წე­რა სა­კუ­თარ “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე ჟურ­ნა­ლის­ტმა და კრი­ტი­კოს­მა გოგი გვა­ხა­რი­ამ.

“რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი “ბედი ქარ­თლი­სა” იყო ბო­როტ­სა და კე­თილს მიღ­მა. უბ­რა­ლო სი­ტყვე­ბით, რო­გო­რი­ცაა ჩვენ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი “მა­რაზ­მი” ან არა­კო­რექ­ტუ­ლი კრე­ტი­ნიზ­მი ან იდი­ო­ტიზ­მი ამ დად­გმას ვერ აღ­წერ – ის კე­თილ­სა და ბო­როტს მიღ­მა იყო (Jenseits von Gut und Böse) – ისევ ჩვენ­ში ასე­რი­გად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ფრიდ­რიხ ნიც­შე რომ მო­ვიხ­მოთ”, – ასე შე­ა­ფა­სა სპექ­ტაკ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე ლაშა ბაქ­რა­ძემ.

კრი­ტი­კულ ფე­ის­ბუქ-პოს­ტებს არა­ნაკ­ლე­ბად მწვა­ვე კო­მენ­ტა­რე­ბიც მოჰ­ყვა: “ამ წარ­მოდ­გე­ნით ფაქ­ტი­უ­რად, სა­ბო­ლო­ო­ოდ და­უ­მარ­ხავს თავი”; “უბ­რა­ლოდ, სკო­ლის ბან­კე­ტის­თვის დად­გმუ­ლი წარ­მოდ­გე­ნაა”; “მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა სცე­ნის რან­გში აყ­ვა­ნი­ლი?”; “…რა და­უჯ­და ეს მა­რაზ­მი სა­ხელ­მწი­ფოს?”; “ჩვენ რომ მე-11 სა­უ­კუ­ნე­ში პარ­ლა­მენ­ტი გვქონ­და, თქვენ სად იყა­ვით სა­ერ­თო­ო­ო­ოდ – ვი­ღაც ბრი­ტა­ნე­თის დრო­შა შე­მოხ­ვე­უ­ლი “სა­მაზ­ვა­ნე­ცი ლორ­დი” ზედ და­ჩხა­ო­და ბრი­ტა­ნე­თის ელჩს. არც ამას ვხუმ­რობ”; – ეს მხო­ლოდ მცი­რე­დია იმ კრი­ტი­კი­დან, რაც რო­ბერტ სტუ­რუ­ას წარ­მოდ­გე­ნას “ბედი ქარ­თლი­სა” სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოჰ­ყვა…

ის­ტო­რი­კოს­მა ირაკ­ლი ხვა­და­გი­ან­მა სპექ­ტაკ­ლის ში­ნა­არსთან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-ს თა­ვი­სი შე­ნიშ­ვნე­ბი გა­უ­ზი­ა­რა:

“სპექ­ტაკ­ლის კრი­ტი­კა ამ შემ­თხვე­ვა­ში არ ეხე­ბა მხატ­ვრულ და სა­შემ­სრუ­ლებ­ლო მხა­რეს, რად­გან მხო­ლოდ რი­გი­თი მა­ყუ­რებ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან თუ შევ­ძლებთ შე­ფა­სე­ბას, თუმ­ცა მა­ინც უნდა ით­ქვას, რომ ამ მხრი­ვაც სა­ში­ნე­ლი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა არსს: წარ­მოდ­გე­ნა მო­წყო­ბი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის გახ­სნის 100 წლის იუ­ბი­ლეს ფარ­გლებ­ში; ამ თა­რი­ღის მნიშ­ვნე­ლო­ბა ძა­ლი­ან დი­დია ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კუ­თხით და ამა­ვე დროს იგი დატ­ვირ­თუ­ლია რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი ში­ნა­არ­სით, ასე­ვე ტრა­გი­კუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბით.

დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა კრე­ბამ, პირ­ველ­მა სრულ­ფა­სო­ვან­მა არ­ჩე­ულ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ, 1919-1921 წლებ­ში შექ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფოს სა­მარ­თლებ­რი­ვი ფუნ­და­მენ­ტი, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და კონ­სტი­ტუ­ცია – იმ დრო­ის მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სინ­თე­ზი. კრე­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებ­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მუ­შა­ობ­დნენ და მთლი­ა­ნად იყ­ვნენ ჩაბ­მუ­ლი დიდი “პრო­ექ­ტის“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში – სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ორ­გა­ნულ ნა­წი­ლად გა­დაქ­ცე­ვა­ში. საბ­ჭო­თა რუ­სულ­მა ოკუ­პა­ცი­ამ 1921 წლი­დან, ეს პრო­ექ­ტი მოკ­ლა – ისე­ვე, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად გა­ა­ნად­გუ­რა კრე­ბის დე­პუ­ტატ­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი და მათი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კვა­ლი ამო­შა­ლა მეხ­სი­ე­რე­ბი­დან…

100 წლის­თავ­ზე, ამ დღი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო სა­ღა­მოს ბოლო აკორ­დად მო­წყო­ბილ თე­ატ­რა­ლი­ზე­ბულ წარ­მოდ­გე­ნა­ში ოდ­ნა­ვი ნა­სა­ხიც კი არ ჩან­და, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. ავ­ტორ(ებ)მა წარ­მოდ­გე­ნას “არა­ის­ტო­რი­უ­ლი ფანსტას­მა­გო­რია“ და­არ­ქვეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლო­ვანს ვერ შე­ე­და­ვე­ბი, რა მხატ­ვრულ ფორ­მას აირ­ჩევს სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღი­სად­მი წარ­მოდ­გე­ნის და­სა­კავ­ში­რებ­ლად, თუმ­ცა რაც ვნა­ხეთ, იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გა­და­წყვე­ტა იყო, რომ კრი­ტი­კაც ჭირს – არა მხო­ლოდ მხატ­ვრუ­ლი, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი კუ­თხი­თაც…

რა­ტომ უნდა იყოს გრო­ტეს­კუ­ლი, აბ­სურ­დუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა მი­სა­ღე­ბი ფორ­მა ასე­თი დღი­სათ­ვის? თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში, ხე­ლო­ვანს შე­ზღუდ­ვებს ვერ უწე­სე­ბენ – შე­მოქ­მე­დე­ბა იმი­თაც ფა­სობს, რომ ბევ­რი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა ემო­ცი­უ­რად მძი­მედ მი­სა­ღე­ბი, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი, შო­კის­მომ­გვრე­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლიც კი იყოს, თუმ­ცა ეს ეფექ­ტი მი­ზან­მა და სათ­ქმელ­მა უნდა გა­და­წო­ნოს ხოლ­მე – მა­გა­ლი­თად, რა­ი­მე მან­კი­ე­რე­ბა გა­ა­შიშ­ვლოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ან­ჯღ­რი­ოს, მწა­რედ შე­ახ­სე­ნოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და აშ… ჰქონ­და ამ წარ­მოდ­გე­ნას მსგავ­სი მი­ზა­ნი? ჩვე­ნი აზ­რით – არა. რა­ი­მე მწვა­ვე პრობ­ლე­მა გა­ა­შიშ­ვლა ამ არ­ჩე­ულ­მა გა­მო­ხატ­ვის ფორ­მებ­მა? ანა­ლო­გი­უ­რად – არა.

სა­მა­გი­ე­როდ, “არა­ის­ტო­რი­უ­ლი“ წარ­მოდ­გე­ნის პრე­ტენ­ზია დიდი იყო – ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი “ვა­რა­მი და სატ­კი­ვა­რი“ არ­გო­ნავ­ტე­ბი­დან დღემ­დე. ამ მცდე­ლო­ბებ­ში კი ვერ წა­ვი­და სა­დღეგ­რძე­ლოს პა­თე­ტი­კის, კო­მი­კუ­რო­ბამ­დე მიყ­ვა­ნი­ლი მა­ხინ­ჯი ის­ტო­რი­უ­ლი კლი­შე­ე­ბის იქეთ – რომ ოდით­გან­ვე “ქარ­თვე­ლო­ბას გვარ­თმევ­დნენ“, “ერ­თმა­ნეთს ვჭამ­დით“, “ევ­რო­პას ფე­ხებ­ზე ვე­კი­დეთ“ და აშ…

სპექ­ტაკლში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო მუს­ლი­მი პერ­სო­ნა­ჟე­ბის უკი­დუ­რე­სად სტე­რე­ო­ტი­პუ­ლად და და­მამ­ცი­რებ­ლად წარ­მო­ჩე­ნა; “აღ­მო­სავ­ლელ მუს­ლიმ დამპრყობ­ლე­ბად“ ნა­გუ­ლის­ხმე­ვი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და­ხა­ტუ­ლი იყ­ვნენ ყვე­ლა იმ ბნე­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც კი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­პო­ვე­ბო­დეს ჩვენს ირ­გვლივ.

ეს მა­შინ, რო­დე­საც იმა­ვე დარ­ბაზ­ში ის­ხდნენ და სპექ­ტაკლს ღია ეთერ­შიც უყუ­რებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლი­მი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მოწ­ვე­ულ სა­პა­ტიო სტუ­მარ­თა შო­რი­საც იყ­ვნენ მე­ზო­ბე­ლი მუს­ლი­მი მო­სახ­ლე­ო­ბით დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩე­ბი!” – აღ­ნიშ­ნა სა­უბ­რი­სას ის­ტო­რი­კოს­მა ირაკ­ლი ხვა­და­გი­ან­მა.

“ბედი ქარ­თლი­სას” შე­სა­ფა­სებ­ლად AMBEBI.GE ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ებს და თე­ატრმ­ცო­დე­ე­ებს და­უ­კავ­შირ­და, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ისი­ნი თე­ატ­რში არა­ვის მი­უწ­ვე­ვია, ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით პრო­ფე­სი­უ­ლი ეტი­კე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ფა­სე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეს… სპექ­ტაკ­ლი არც ცნო­ბილ რე­ჟი­სორს – გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას უნა­ხავს, თუმ­ცა ამას ხელი არ შე­უშ­ლია რო­ბერტ სტუ­რუ­ას მი­მართ რა­დი­კა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ე­ხა­ტა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში:

“ეგ სპექ­ტაკ­ლი არც მი­ნა­ხავს და არც მა­ინ­ტე­რე­სებს! რო­ბერტ სტუ­რუა არ მიყ­ვარს და მორ­ჩა! აი ხომ და­ამ­ტკი­ცა ახლა, რომ არ ვარ­გა?! რა­ღაც ნიჭი აქვს, კარ­გად გა­მოს­დის, როცა სხვი­სას იღებს… ბრეხ­ტი მა­გა­ლი­თად კარ­გად გა­და­ი­ღო, მსა­ხი­ო­ბებ­თან კარ­გად მუ­შა­ობს, თუმ­ცა როცა ცოტა სე­რი­ო­ზულ რა­მეს დგამს, იქ ცუ­დად არის საქ­მე! ბოლო წლებ­ში მოს­კოვ­ში სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო და მის ქარ­თულ და რუ­სულ სპექ­ტაკ­ლებს ერ­თმა­ნე­თის­გან ვერ გა­არ­ჩევ­დი…

რა­ღაც სპექ­ტაკ­ლი მოს­კოვ­ში დად­გა, შემ­დეგ აქ გა­ი­მე­ო­რა და იმ­დე­ნად კოშ­მა­რი იყო, პირ­ვე­ლი მოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ სახ­ლში გა­ვი­ქე­ცი! მე თქვენ გე­უბ­ნე­ბით, რომ რო­ბერტ სტუ­რუა შე­მოქ­მე­დე­ბი­თად დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია. მა­გას პო­ტენ­ცი­ა­ლი აღარ აქვს, თან ძა­ლი­ან პა­ტივ­მოყ­ვა­რე ტი­პია და ჩა­ბღა­უ­ჭე­ბუ­ლია რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს! ჩვე­ნი მთავ­რო­ბაც მხო­ლოდ იმას უყუ­რებს, ცნო­ბი­ლი კა­ცია თუ არა სა­ზღვარ­გა­რეთ ვინ­მე. ვინც მარ­თლაც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი რე­ჟი­სო­რია, იმას ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ… მი­დით ერთი და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი ნა­ხეთ, რო­გორ ზი­ზღით სა­უბ­რო­ბენ თა­ვის­სა­ვე თე­ატრზე… მანდ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი აღარ არ­სე­ბობს, გარ­და თე­ატ­რის გა­ნახ­ლე­ბი­სა. სტუ­რუ­ას ხელ­ში თე­ატ­რი უკან წა­ვი­და და უკვე და­ღუ­პუ­ლია! თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა და­მი­რე­კა და გა­მი­ზი­ა­რა აღ­შფო­თე­ბა მისი სპექ­ტაკ­ლის მი­მართ!

– ხე­დავთ იმე­დის მომ­ცემ რე­ჟი­სორს, ვინც რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს გა­და­არ­ჩენს?

– არა­ვის და ეს არის მთე­ლი ტრა­გე­დია! თუმ­ცა მა­ინც არა­ვის უშ­ვებს რო­ბერტ სტუ­რუა მაგ თე­ატ­რში! არც მე შე­მიშ­ვა ერთხელ! ვი­მე­ო­რებ, რომ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი აღარ არ­სე­ბობს! მაგ­რამ იცით რა მინ­და გკი­თხოთ – ქვე­ყა­ნა არ­სე­ბობს? – ცუდ ქვე­ყა­ნა­ში ცუდი თე­ატ­რია და ყვე­ლა­ფე­რი ცუდი!”

ამ­დე­ნი ბრალ­დე­ბე­ბის შემ­დეგ რე­ჟი­ო­სორ რო­ბერტ სტუ­რუ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა ჩვენც ვცა­დეთ, მაგ­რამ რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია… რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი – გია თევ­ზა­ძე კი მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას: “არ ვიცი რო­მელ კრი­ტი­კა­ზე მე­უბ­ნე­ბით და არც ნახ­ვას ვა­პი­რებ! ზოგს მოს­წონს რა­ღაც, ზოგს არა და ყვე­ლას აქვს თა­ვის აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა”.

– ბა­ტონ რო­ბერტს არა­ფე­რი უთ­ქვამს მწვა­ვე შე­ფა­სე­ბებ­ზე?

– არა, არც იტყო­და და არც სა­მო­მავ­ლოდ იტყვის… ყვე­ლას თა­ვის აზრი აქვს და გა­მო­ხატ­ვას ვერ და­უშ­ლი. გარ­და ამი­სა რო­ბერტ სტუ­რუა 14 მარტს გულ­ზე ოპე­რა­ცი­ას იკე­თებს და ახლა კრი­ტი­კის­თვის არ გვცა­ლია! მი­სა­ღებს ვღე­ბუ­ლობთ, მი­უ­ღე­ბელს არა! თუ ჯან­სა­ღი კრი­ტი­კაა, ძა­ლი­ა­ნაც კარ­გია და თუ არა ეგ კრი­ტი­კო­სე­ბის სინ­დის­ზე იყოს!”

სპექ­ტაკლს “ბედი ქარ­თლი­სა” და­ეს­წრო რე­ჟი­სო­რი გოჩა კა­პა­ნა­ძე, რო­მე­ლიც უარ­ყო­ფით­მა შე­ფა­სე­ბებ­მა მე­ტის­მე­ტად გა­აკ­ვირ­ვა და თა­ვის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა გაგ­ვი­ზი­ა­რა…

“ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი კრი­ტი­კო­სებს და არ მეს­მის რა არ მო­ე­წო­ნათ?! სა­ერ­თოდ ასე­თი სი­ტყვე­ბით შე­ფა­სე­ბას რო­ბერტ სტუ­რუ­ას შე­მოქ­მე­დე­ბა არ იმ­სა­ხუ­რებს. სრუ­ლი­ად ობი­ექ­ტუ­რად ვამ­ბობ, ახლა არ ვმუ­შა­ობ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში და მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბას ვე­რა­ვინ და­მაბ­რა­ლებს! მე მო­მე­წო­ნა, სა­ინ­ტე­რე­სო წარ­მოდ­გე­ნა იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ჩა­ნა­ფიქ­რე­ბი.

– არას­წო­რი მე­სი­ჯე­ბი იყოო, მა­გა­ლი­თად უხერ­ხუ­ლო­ბას იწ­ვევ­და თუნ­დაც, სპექ­ტაკ­ლის მუს­ლიმ სტუმ­რებ­თან…

– ჩვე­ნი ის­ტო­რი­ი­დან იყო აღე­ბუ­ლი და არ ვფიქ­რობ, რომ რამე უხერ­ხუ­ლი იყო. ასე ვთქვათ, მი­მოდ­რა­მით მო­ყო­ლი­ლი ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ის გად­მო­ცე­მა იყო. იწყე­ბო­და მე­დე­ა­დან და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბამ­დე მო­დი­ო­და… ფი­ნა­ლი მთლი­ა­ნად “კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრის” იყო… ის ეპო­ქა, რო­მე­ლიც გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი იყო – ჟორ­და­ნი­ას მთავ­რო­ბა, კო­მუ­ნის­ტუ­რი პე­რი­ო­დი, შემ­დგომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლე­ბი, 9 აპ­რი­ლი, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დი – მგო­ნი შეგ­ნე­ბუ­ლად გა­კეთ­და, მუ­სი­კა როცა მი­დი­ო­და – იყი­დეთ, იყი­დეთ იყი­დეთ, რამე…

მგო­ნი ამ ყვე­ლა ჩა­ნა­ფიქ­რს უნ­დო­და წა­კი­თხვა, ვიდ­რე ამ­დე­ნი და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი ლან­ძღვა… ძა­ლი­ან დიდი შრო­მა ჩა­ი­დო ამ წარ­მოდ­გე­ნის შე­საქ­მნე­ლად, თა­ვად ვეს­წრე­ბო­დი რე­პე­ტი­ცი­ებს და ვხე­დავ­დი მათ თავ­და­უ­ზო­გავ შრო­მას! იქ­ნებ რამე არ მო­გე­წო­ნოს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უფრო მე­ტად და­დე­ბი­თი უნდა და­ი­ნა­ხო – შე­სა­ნიშ­ნა­ვი სცე­ნე­ბი იყო! თუნ­დაც თა­მარ მე­ფის დარ­ბა­ზო­ბი­სას, წმინ­და ნი­ნოს შე­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მოქ­ცე­ვაი ქარ­თლი­სა, წმინ­და ნინო რომ დარ­ბაზ­ში გად­მო­დის… ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ერეკ­ლე მე­ფის შე­მოს­ვლა. რა­ტომ ვერ შე­ხე­დეს, მხე­და­რი რომ აღარ არის და მარ­ტო ცხე­ნი მი­დის რა­ღაც უსას­რუ­ლო­ბა­ში?!

ამ ყვე­ლა­ფერს და­ნახ­ვა უნდა და არა ემო­ცი­ე­ბი, რომ არა­ფე­რი არ ვარ­გო­და! არ ვფიქ­რობ, რომ ასე ხე­ლა­ღე­ბით შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლაფ­რის უარ­ყო­ფა. ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბებ­საც გვერ­დში დგო­მა ჭირ­დე­ბათ, საპ­რე­მი­ე­რო გან­წყო­ბა იყო, ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, სურ­დათ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად წარ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო და ჩემი აზ­რით, თავი კარ­გად გა­არ­თვეს. ცოტა ტაქ­ტიც სა­ჭი­როა, როცა სხვის ნა­მუ­შე­ვარს ვა­ფა­სებთ!”

ამბები