ჩაქვში მანქანა 11 წლის ბავშვს დაეჯახა

ჩაქვში მანქანა 11 წლის ბავშვს დაეჯახაჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა. ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია, იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.