”დღეს პარიზის მერიის ყველა თანამშრომელმა 1 თვის ხელფასი ნოტრ დამის აღსადგენად გადარიცხა”

”დღეს პარიზის მერიის ყველა თანამშრომელმა 1 თვის ხელფასი ნოტრ დამის აღსადგენად გადარიცხა”საფრანგეთში მცხოვრები, საქართველო-საფრანგეთის თანამეგობრობის ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი ნუგზარ სულაშვილი, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

“დღეს ქალაქის მერიის უკლებლივ ყველა თანამშრომელმა, ერთი თვის ხელფასი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად გადარიცხა.

დიახ, შეიძლება მათ დიდ უმეტესობას არ აქვს რწმენა და ათეისტი, ან უბრალოდ სხვა რელიგიური აღმსარებლობისაა, მაგრამ მათ აქვთ უმაღლესი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და კულტურა.

მე ვნახე უამრავი ადამიანი, მათ შორის დიდი ნაწილი ახალგაზრდობის, დახეული ჯინსებით, უცნაური სვირინგებით და ვარცხნილობით, თუ როგორ დასტიროდნენ ღვთისმშობლის ტაძარს…

საქართველოში საყდრისი აგვიფეთქეს მილიონების საშოვნელად.

საფრანგეთში მილიონები გროვდება ტაძრის აღსადგენად” – წერს ნუგზარ სულაშვილი.

ნიუპოსტი