უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტი დააკავეს

უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელიც „ევროპული საქართველოს“ ოგანიზებით იმართება, ერთი პირი დააკავეს. დაკავებული „ასავალ-დასავალის“ ჟრნალისტი ზაზა დავითაიაა. დაკავებას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა. კერძოდ, აქციაზე მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის, შალვა შავგულიძის სიტყვით გამოსვლის დროს, დავითაიამ მას მიმართა კითხვით, რატომ დგას დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019