ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას ნაგავი უწოდა

ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას ნაგავი უწოდასაპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა ბოკერიას პლენარულ სხდომაზე უცენზურო სიტყვებით მიმართა.

ზაზა პაპუაშვილის გაღიზიანება გიგა ბოკერიას იმ განცხადებას მოჰყვა, როცა მან სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართა, რომ პარლამენტში ის უცნაურ სპექტაკლს იხილავს, რადგან უმრავლესობის ნაწილი მას თანამშრომლობისათვის მადლობას გადაუხდის, ხოლო ნაწილი დაგმობს და ჰკითხავს, თუ სად იყო 2012 წლამდე.

გარდა უწმაწური სიტყვებისა, პაპუაშვილმა ბოკერიას სხვა შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართა, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატს „ნაგავი“ უწოდა.

პასუხად ბოკერიამ თქვა:

”ახლოდან ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი – არ ვიცი, ამ კაცს რა ვუწოდო. თუ რაიმე პრეტენზიები გაქვთ, ახლოდან დამელაპარაკეთ შესვენების დროს“.