აშშ-მ ვენესუელასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა

აშშ-მ ვენესუელასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა. ამის მიზეზად ვაშინგტონში მგზავრებისა და ეკიპაჟის წინაშე არსებულ საფრთხეებს ასახელებენ. აღნიშნული განცხადება აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა ელაინ ჩაომ გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ აკრძალვა შეეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიებს.

„აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაასკვნა, რომ ვენესუელაში თვითმფრინავით მიმავალი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება სათანადოდ არ არის დაცული, რის გამოც აუცილებელია ავიარეისების დაუყოვნებელი შეჩერება“, – ნათქვამია აშშ-ის ტრანპორტის სამინისტროს განცხადებაში.

იპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019