მამუკა ბახტაძე – ”მთაწმინდაზე მეორე ტური იქნება, სხვაგან ყველგან ჩვენმა კანდიდატებმა მოიგეს”

მამუკა ბახტაძე - ”მთაწმინდაზე მეორე ტური იქნება, სხვაგან ყველგან ჩვენმა კანდიდატებმა მოიგეს”საქართველოს პრემიერი ამომრჩეველს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ არჩევნები ყველა რეგიონში მმართველი გუნდის კანდიდატმა მოიგო.

მისი თქმით, გამონაკლისია მხოლოდ თბილისი, მთაწმინდის ოლქი, სადაც სავარაუდოდ, მეორე ტური შედგება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს კიდევ ერთი დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები აჩვენა.

„ეს არის ჩვენი გუნდის უდიდესი მიღწევა, პოლიტიკური მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა აქტივობა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის.

მე კარგად მესმის რომ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა იქნას გადალახული, მადლობა მინდა გამოვუცხადო ყველას ნდობისთვის და მინდა ყველა დავარწმუნო,რომ ყველა ის პროექტი, რომელიც თქვენთან შეთანხმდა ჩვენს საზოგადოებასთან გავაკეთებთ რეალიზაციას უმოკლეს ვადებში. სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ დესტრუქცია, მათ შორის მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მხრიდან.

ახლა მიმდინარეობს ხმების დათვლა, ახლა მინდა ყველას მოვუწოდო მივცეთ კომისიას საშუალება მშვიდ გარემოში დაასრულოს მუშაობა. იმ ინფორმაციით, რომელიც შემოსულია ჩვენთან ყველგან ლიდერობს და პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები, რაც შეეხება თბილისს აქ ჩვენ სავარაუდოდ გვექნება მეორე ტური,“-განაცხადა პრემიერმა.