მეტრო „სამედიცინოზე“ მატარებელი მგზავრებისგან დაცალეს

თბილისის მეტრო კვლავ ხარვეზებით მუშაობს – მეტროსადგურ „სამედიცინოზე“ მატარებლის ხარვეზის გამო, ამჯერად მუშაობა საბურთალოს ხაზზე შეფერხდა.

„სამედიცინოზე“ მატარებელი მგზავრებისგან დაცალეს. მგზავრებს შემდეგი მატარებლის მოსვლამდე ლოდინი მოუწიათ, რამაც მეტროს პარალიზება გამოიწვია.

თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019