ვან დეიკი: ”ლივერპულის უკვე ეშინიათ”

ვან დეიკი: ”ლივერპულის უკვე ეშინიათ”ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა ბარსელონასთან გამარჯვებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ლივერპულს ევროპაში უკვე ძალიან ძლიერი გუნდის რეპუტაცია აქვს და მისი ყველას ეშინია. ვან დეიკის აზრით ეს ფაქტორი ლივერპულის თამაშზე დადებითად აისახება:

”ლივერპულმა ევროპაში თავისი ძალა ყველას აჩვენა და ჩვენ დავამტკიცეთ რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. გუნდებს უკვე ეშინიათ ჩვენი და ეს ძალიან კარგია, რადგან ფსიქოლოგიური უპირატესობა გვაქვს”. ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტოტენჰემს დაუპირისპირდება. მატჩი 1 ივნისს ჩატარდება.