ბარსელონა გრიზმანის ტრანსფერს პარასკევს დაასრულებს

ბარსელონა გრიზმანის ტრანსფერს პარასკევს დაასრულებსესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ პარასკევს 12 ივლისს გრიზმანი ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელი გახდება. ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ბარსელონას გარკვეული პრობლემები შეექმნა, თუმცა რა პრობლემებზეა საუბარი ცნობილი არ არის.

გრიზმანის ბარსელონაში გადასვლაზე ცნობილი ერთი თვის წინ გახდა, მაგრამ ტრანსფერი გაჭიანურდა და ამის მიზეზებზე ბარსელონაში არ საუბრობენ. გრიზმანის სატრანსფერო ფასი 120 მილიონია და კატალონიელებს სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევთ.