ბათუმთან ტრაილერი მანქანას დაეჯახა და ამობრუნდა – მძღოლი დაიღუპა

ბათუმთან ტრაილერი მანქანას დაეჯახა და ამობრუნდა - მძღოლი დაიღუპაბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტრაილერი გადაბრუნდა და მძღოლი დაიღუპა.

მაშველები და მოქალაქეები, დაზიანებული სატვირთო ავტომანქანიდან მის გამოყვანას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, რის შედეგადაც ტრაილერი გზიდან გადავარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.