ჭდე: ავარიულად დაჯდომა

პოლონეთის პრეზიდენტის ბორტი ვარშავაში ავარიულად დაჯდა

პოლონეთის პრეზიდენტის ბორტი ვარშავაში ავარიულად დაჯდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენს ვერ შეხვდა – ინფორმაციას BBC ავრცელებს. ​თვითმფრინავი პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად ვარშავაში დაბრუნდა, სადაც ავარიულად დაეშვა. დუდა უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ჟეშოვში მიფრინავდა, სადაც უნდა შეხვედროდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ბაიდენი უკვე ჩავიდა ჟეშოვში, სადაც აპირებს უკრაინელ ლტოლვილებს შეხვედრას და საზღვარზე არსებული ვითარების გაცნობას, თუმცა პოლონეთის პრეზიდენტი იქ ჯერ არ არის. […]

ბერლინი-ათენის რეისზე მფრინავების კაბინაში ხანძარი გაჩნდა – ბორტი სალონიკში ავარიულად დაჯდა

ბერლინი-ათენის რეისზე მფრინავების კაბინაში ხანძარი გაჩნდა - ბორტი სალონიკში ავარიულად დაჯდა

ავიაკომპანია Ryanair -ის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბერლინი-ათენის რეისს ასრულებდა, ხანძარი გაჩნდა. ამის გამო თვითმფრინავის ეკიპაჟმა სალონიკის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა. სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, ხანძარი მფრინავების კაბინაში გაჩნდა. ოპერატიულ ცენტრში განგაშის სიგნალი რეისიდან Ryanair FR170 05:45 საათზე შევიდა, როდესაც თვითმფრინავი ხალკიდიკის რაიონის თავზე იმყოფებოდა. მფრინავმა ბორტზე საგანგებო სიტუაციის შესახებ განაცხადა და საგანგებო დაფრენის ნებართვა ითხოვა. საჰაერო […]

ტორონტოს ბორტი მადრიდის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

ტორონტოს ბორტი მადრიდის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

რამდენიმე წუთის წინ ტორონტოს ბორტის ეკიპაჟმა მადრიდის აეროპორტში ავარიული დაჯდომა წარმატებით განახორციელა. ტორონტოში მიმავალი ბორტი რამდენიმე ხნის წინ აფრინდა მადრიდის აეროპოტიდან, მაგრამ აფრენის დროს შასის პრობლემები შეექმნა და ეკიპაჟმა ამავე აეროპორტში საგანგებო დაჯდომა გადაწყვიტა. დაჯდომამდე ბორტმა მადრიდის ცაზე წრეები შეასრულა საწვავის მაქსიმალურად სრულად დასაწვავად.

ლვოვში ვიგო-სტამბოლის რეისის ბორტი ავარიულად დაეშვა – 5 ადამიანი დაიღუპა

ლვოვში ვიგო-სტამბოლის რეისის ბორტი ავარიულად დაეშვა - 5 ადამიანი დაიღუპა

ლვოვში ანტონოვ-12 ტიპის სატვირთო თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. სულ ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის 7 წევრი და ტვირთის 1 გამცილებელი. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ვიგოდან სტამბოლში მიფრინავდა, საწვავის შესავსებად ეშვებოდა, თუმცა დაშვებამდე ის რადარებიდან გაქრა.

საუდის არაბეთის ნაკრების თვითმფრინავი როსტოვში ავარიულად დაეშვა – ვიდეო

საუდის არაბეთის ნაკრების თვითმფრინავი როსტოვში ავარიულად დაეშვა - ვიდეო

თვითმფრინავმა, რომელსაც საუდის არაბეთის ნაკრები გადაჰყავდა სანკტ პეტერბურგიდან როსტოვში, ავარიული დაჯდომა განახორციელა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა უარყვეს. დაჯდომის დროს აირბუს ა319-100-ის ძრავში ჩიტი მოხვდა, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია. თვითმფრინავი 2 მოქმედი ძრავით დაჯდა როსტოვის აეროპორტში. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმფრინავი რუსულ ავიაკომპანიას ეკუთვნის. საუდის არაბეთი 20 ივნისს […]