ბერლინი-ათენის რეისზე მფრინავების კაბინაში ხანძარი გაჩნდა – ბორტი სალონიკში ავარიულად დაჯდა

ბერლინი-ათენის რეისზე მფრინავების კაბინაში ხანძარი გაჩნდა - ბორტი სალონიკში ავარიულად დაჯდაავიაკომპანია Ryanair -ის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბერლინი-ათენის რეისს ასრულებდა, ხანძარი გაჩნდა. ამის გამო თვითმფრინავის ეკიპაჟმა სალონიკის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა. სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, ხანძარი მფრინავების კაბინაში გაჩნდა.

ოპერატიულ ცენტრში განგაშის სიგნალი რეისიდან Ryanair FR170 05:45 საათზე შევიდა, როდესაც თვითმფრინავი ხალკიდიკის რაიონის თავზე იმყოფებოდა. მფრინავმა ბორტზე საგანგებო სიტუაციის შესახებ განაცხადა და საგანგებო დაფრენის ნებართვა ითხოვა. საჰაერო ხომალდი აეროპორტ „მაკედონიაში“ დაეშვა, სადაც ყველა საგანგებო სამსახური იყო მობილიზებული.

ბორტზე მყოფი 157-ვე მგზავრის გადმოსხმა წარმატებით განხორციელდა, რომელთა შორის ერთი ჩვილიც იყო.

იპნ