ლვოვში ვიგო-სტამბოლის რეისის ბორტი ავარიულად დაეშვა – 5 ადამიანი დაიღუპა

ლვოვში ვიგო-სტამბოლის რეისის ბორტი ავარიულად დაეშვა - 5 ადამიანი დაიღუპალვოვში ანტონოვ-12 ტიპის სატვირთო თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

სულ ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის 7 წევრი და ტვირთის 1 გამცილებელი.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ვიგოდან სტამბოლში მიფრინავდა, საწვავის შესავსებად ეშვებოდა, თუმცა დაშვებამდე ის რადარებიდან გაქრა.